რკინაბეტონის რიგელები

რიგელის არმირება

რკინაბეტონის რიგელის კვეთის, გრძივი ხედისა და არმატურის ცხრილის მომზადება AutoCAD-ში — ღეროები ნამდვილი დიამეტრითა და წიბოებით იხაზება.

BAR
რიგელის არმირება — კვეთი და გრძივი ხედინახაზის გახსნა ↗
რიგელის არმირება — კვეთი და გრძივი ხედი

მოთხოვნები

სრული AutoCAD for Windows 2021–2026. შემოწმებულია AutoCAD 2024-ში.

AutoCAD 2020 და უფრო ძველი ვერსიები, AutoCAD LT და AutoCAD for Mac მხარდაჭერილი არ არის.

ქართული ნახაზისთვის AutoCAD-ის Fonts საქაღალდეში უნდა იყოს AcadNusx და AcadMtavr შრიფტები.

3-დღიანი საცდელი ვერსია

პირველი გაშვებიდან 3 დღე. მთელი პროგრამა ხელმისაწვდომია. კვეთის, გრძივი ხედისა და ცხრილის სათაურებს აქვს ნიშანი [საცდელი].

VLX-ის ჩატვირთვამდე წაიკითხეთ პაკეტში არსებული README.

ZIP პაკეტი · VLX + ქართული/ინგლისური README · 0.17 MB

SHA-256fc37b83817c08fabbf3450105c84891bb84ca95107bbd4e85b7dbd066e2b02fd

რის მომზადებაში გეხმარებათ

  • რიგელის კვეთისა და გრძივი ხედის მომზადება ერთი ფანჯრიდან; ღეროები იხაზება ნამდვილი დიამეტრით, წიბოებითა და მოღუნვის რადიუსით (ხაზვის სამი ხარისხი).
  • ზედა და ქვედა ღეროები (ერთ რიგში ორი დიამეტრიც), მეორე რიგის დამატებითი ღეროები საყრდენთან და მალში, გვერდითი ღეროები.
  • ხამუთები ორი ბიჯით (საყრდენებთან და მალში); ჩაანკერებისა და გადაბმის სიგრძეები დიამეტრებში.
  • რიგელების გატარება გეგმაზე, უწყვეტი გრძივი ხედი რამდენიმე მალზე და არმატურის ცხრილი გეგმიდან.
  • 12 ენა, ერთეულები (სმ, მმ, დუიმი, ფუტი-დუიმი) და არმატურის 12 სტანდარტი.

საწყისი მონაცემები

  • რიგელის სიგანე და სიმაღლე, ფილის სისქე, დამცავი ფენა, მალი და საყრდენების სიგანე.
  • ზედა, ქვედა, დამატებითი და გვერდითი ღეროების რაოდენობა და დიამეტრები, არმატურის კლასი.
  • ხამუთის ტიპი, დიამეტრი, ბიჯები და კაუჭი; ჩაანკერებისა და გადაბმის სიგრძეები.

მიღებული შედეგები

  • რიგელის კვეთი და გრძივი ხედი არმირების წარწერებითა და ზომებით.
  • რიგელების ხაზები გეგმაზე კვეთის ნიშნებით და უწყვეტი გრძივი ხედი რამდენიმე მალზე.
  • არმატურის ცხრილი: დიამეტრი, კლასი, სიგრძე, კგ/მ და მასა.

დაწყება AutoCAD-ში

ძირითადი ბრძანებაა BAR. BARPLAN რიგელს გეგმაზე ატარებს, BARLONG გეგმიდან უწყვეტ გრძივ ხედს ხაზავს, BARSPEC არმატურის ცხრილს ქმნის; BARLANG ცვლის ენას.

BARBARVERBARKEYBARPLANBARLONGBARSPECBARLANG
დაწყების ინსტრუქცია →

ნახაზების მაგალითები

ნახაზების მაგალითები პროგრამის შედეგებს აჩვენებს; პაკეტების ვერსიები შეიძლება განსხვავდებოდეს.

შეფასებები და კომენტარები

თქვენი შეფასება

ლიცენზიის გასაღები არ ქვეყნდება და არ ინახება: ის მხოლოდ ნიშანს „დადასტურებული მყიდველი“ ამატებს. შეფასება ავტორის დამტკიცების შემდეგ გამოჩნდება. კონფიდენციალურობა →

ამ პროგრამას ჯერ შეფასება არ აქვს. გამოსცადეთ საცდელი ვერსია და იყავით პირველი.

გააქტიურება

გააქტიურება ონლაინ ხდება. შეძენის შემდეგ AutoCAD-ში გაუშვით BARKEY და ნახეთ კომპიუტერის კოდი. გააქტიურების გვერდზე შეიყვანეთ Gumroad-ის ქვითარში მოცემული ლიცენზიის გასაღები (License key) და კომპიუტერის კოდი — მიიღებთ გააქტიურების გასაღებს. გასაღები შეიყვანეთ იმავე ბრძანებით, იმავე კომპიუტერზე. თუ გვერდმა გასაღები ვერ გასცა, მოგვწერეთ.

მიმდინარე ვერსიაში Gumroad-ის ქვითარში მოცემული ლიცენზიის გასაღები (License key) შეგიძლიათ პირდაპირ ბრძანებაში BARKEY ჩასვათ: ინტერნეტთან კავშირისას პროგრამა თავად გააქტიურდება. ინტერნეტის გარეშე კომპიუტერისთვის გამოიყენეთ გააქტიურების გვერდი.

გააქტიურების გვერდის გახსნა ↗

[email protected]

სხვა პროგრამის ნახვა

რიგელის არმირება

ნახაზების მაგალითები პროგრამის შედეგებს აჩვენებს; პაკეტების ვერსიები შეიძლება განსხვავდებოდეს.