RCLISP

RC-FOOTING

წერტილოვანი საძირკვლების არმირება AutoCAD-ისთვის

საძირკველი, სვეტი და ორივე ბადე ერთ დიალოგში მიუთითეთ. RC-FOOTING ხაზავს გეგმას, ჭრილს ბეტონის მომზადებით და ნიშნულებით, და არმატურის სპეციფიკაციას.

FTGFTGAGAIN
აირჩიეთ ლიცენზია
იყიდეთ RC-FOOTING

Windows, AutoCAD 2021 ან უფრო ახალი. ინტერფეისი ქართული და ინგლისურია. გადახდის შემდეგ ჩამოსატვირთ ბმულს ელფოსტით მიიღებთ.

დამატებით RC-SECTION, RC-WALL და RC-STAIR: RC Pack, $99. ფასების ნახვა

RC-FOOTING-ის ნახაზები

პროგრამის მიერ შესრულებული ნამდვილი ფურცელი ორი საძირკვლით. წარწერები ინგლისურ ენაზეა; RC-FOOTING მათ ქართულადაც წერს. სურათის სრული ზომით სანახავად მასზე დააჭირეთ.

RC-FOOTING-ის ნახაზი: 180 × 180 სმ რკინაბეტონის წერტილოვანი საძირკვლის გეგმა, ჭრილი და არმატურის სპეციფიკაცია
საძირკველი F-1. ორი საძირკველი 180 × 180 სმ, სიმაღლით 40 სმ, 30 × 30 სმ სვეტების ქვეშ: გეგმა ზომებით, 1-1 ჭრილი და არმატურის სპეციფიკაცია. ორივეზე ჯამში: 2,59 მ³ B25 ბეტონი, 0,80 მ³ მომზადება და 249,12 კგ არმატურა.
RC-FOOTING-ის ჭრილი: წერტილოვანი საძირკველი ქვედა და ზედა ბადით, კავებით, მომზადებით, საძირკვლის კოჭით და ნიშნულებით
ჭრილი ორივე ბადით. ქვედა ბადე Ø16 და ზედა ბადე Ø10, ორივე 30 სმ-იანი მოღუნული ბოლოებით, ბადეებს შორის Ø10 კავები 20 × 20 სმ ბადით, 10 სმ B-15 მომზადება, ზემოთ საძირკვლის კოჭი და ნიშნულები ±0,00-დან ძირის დონემდე. თითოეული ღეროს ესკიზი ზომებითაა დახაზული.
RC-FOOTING-ის ჭრილი: 150 × 150 სმ წერტილოვანი საძირკველი მხოლოდ ქვედა ბადით, მომზადებით და ნიშნულებით
მხოლოდ ქვედა ბადე. ზედა ბადე და კავები არჩევითია. ამ 150 × 150 სმ საძირკველს მხოლოდ ქვედა ბადე აქვს: 8 Ø16 ღერო თითო მიმართულებით, 30 სმ-იანი მოღუნული ბოლოებით.

რას ხაზავს RC-FOOTING

გეგმა

საძირკვლის კონტური სვეტით, ზომების ჯაჭვები ორ მხარეს და ჭრილის ნიშნები. მართკუთხა საძირკველს მეორე, 2-2 ჭრილიც ემატება.

ჭრილი

ბეტონის მომზადება, ქვედა და ზედა ბადე მოღუნული ბოლოებით, ბადეებს შორის კავები და ღეროები წარწერებით და ესკიზებით. ნიშნულები ±0,00-დან ძირის დონემდე; შეიძლება საძირკვლის კოჭისა და იატაკის ჩვენებაც.

სპეციფიკაცია

არმატურის სპეციფიკაცია RC-SECTION-ის ფორმით, ბეტონისა და მომზადების მოცულობებით. ექსპორტი CSV-ში, Excel-ისთვის.

დეტალები

ინტერფეისის ენა
ქართული და ინგლისური, დიალოგშიც და ნახაზზეც.
ზომის ერთეულები
სანტიმეტრები. მასშტაბი 1:25, 1:50 ან 1:100; ტექსტის სიმაღლეს თქვენ ირჩევთ.
შეყვანის შემოწმება
ხაზვამდე პროგრამა ამოწმებს, ეტევა თუ არა სვეტი და ჰყოფნის თუ არა სიმაღლე ორივე ბადეს, ასევე დამცავ შრეებს, ღეროების ბიჯს და მოღუნული ბოლოების სიგრძეს. ზღვრები ჩვეული პრაქტიკის მნიშვნელობებია და არა ნორმებით შემოწმება.
ფენები
ნახაზი FTG ფენებზე იხაზება. ღეროები დიამეტრის მიხედვით სხვადასხვა ფერისაა.
ფაილები
არმატურის სპეციფიკაცია CSV ფაილად, Excel-ისთვის. პროგრამას ბოლო პარამეტრები ახსოვს.
ბრძანებები
FTGFTGAGAIN
მოთხოვნები
Windows და AutoCAD 2021 ან უფრო ახალი.

სვეტიც იმავე წესით

RC-SECTION ხაზავს სვეტს, რომელიც საძირკველზე დგას. RC Pack-ით მიიღებთ RC-SECTION-ს, RC-WALL-ს, RC-STAIR-სა და RC-FOOTING-ს $99-ად, $146-ის ნაცვლად.