საყრდენი კედლები

საყრდენი კედელი

საყრდენი კედლის მონაცემების, გაანგარიშების, არმირების ნახაზისა და ანგარიშის მომზადება.

RW
ხელმისაწვდომია
ჩამოტვირთე 3-დღიანი საცდელი ვერსია ↓

მოთხოვნები

სრული AutoCAD for Windows 2021–2026. შემოწმებულია AutoCAD 2024-ში.

AutoCAD 2020 და უფრო ძველი ვერსიები, AutoCAD LT და AutoCAD for Mac მხარდაჭერილი არ არის.

ქართული ნახაზისთვის AutoCAD-ის Fonts საქაღალდეში უნდა იყოს AcadNusx და AcadMtavr შრიფტები.

რის მომზადებაში გეხმარება

  • ხუთი ტიპის კედლის არჩევანი და ვარიანტების შედარება.
  • გეომეტრიის ცოცხალი ესკიზი მონაცემების ფანჯარაში.
  • გრუნტის, ზედაპირის დახრის, წყლისა და დატვირთვის პარამეტრების მითითება.
  • კედლის ჭრილის, არმირების, ზომებისა და სპეციფიკაციის დახაზვა.
  • ტექსტური ანგარიშის შენახვა .txt ფაილად.

საწყისი მონაცემები

  • კედლის ტიპი, სიმაღლე, ძირის ზომები და სისქეები.
  • ბეტონი, არმატურა და დამცავი ფენა.
  • გრუნტის პარამეტრები, წყლის დონე, ზედაპირის დახრა და დატვირთვა.

მიღებული შედეგები

  • კედლის ჭრილი არმირებითა და ზომებით.
  • გაანგარიშების ტექსტური ანგარიში და ვარიანტების შედარების შედეგები.

დაწყება AutoCAD-ში

ჩატვირთვის შემდეგ შეიყვანე RW ან RETWALL. მონაცემების შევსების შემდეგ ნახაზი განთავსდება შენ მიერ არჩეულ წერტილში.

RWRETWALLRWKEY
დაწყების ინსტრუქცია →

ხელით გააქტიურება

კომპიუტერის კოდის სანახავად გაუშვი RWKEY. კოდი და შეძენის მონაცემები გაუგზავნე ავტორს. მიღებული გასაღები შეიყვანე იმავე ბრძანებით. ავტომატური ონლაინ გააქტიურება არ არის.

[email protected]

მხარდაჭერისა და გააქტიურებისთვის გამოიყენე [email protected]. პაკეტში არსებული README-ის მისამართი მოძველებულია.

სხვა პროგრამის ნახვა

წამწე

ნახაზების მაგალითები პროგრამის შედეგებს აჩვენებს; პაკეტების ვერსიები შეიძლება განსხვავდებოდეს.