გეოლოგია და ხიმინჯები
ჭაბურღილები და ხიმინჯები
ჭაბურღილების სვეტების, გეოლოგიური ჭრილებისა და ხიმინჯების მონაცემების მომზადება AutoCAD-ში.
JABმოთხოვნები
სრული AutoCAD for Windows 2021–2026. შემოწმებულია AutoCAD 2024-ში.
AutoCAD 2020 და უფრო ძველი ვერსიები, AutoCAD LT და AutoCAD for Mac მხარდაჭერილი არ არის.
ქართული ნახაზისთვის AutoCAD-ის Fonts საქაღალდეში უნდა იყოს AcadNusx და AcadMtavr შრიფტები.
რის მომზადებაში გეხმარება
- ერთი ნახაზის რამდენიმე ჭაბურღილის მონაცემების დამატება და მართვა.
- ჭაბურღილებს შორის გეოლოგიური ჭრილების შექმნა.
- შრეების, გრუნტის წყლისა და გეოლოგიური შტრიხების გამოსახვა.
- ხიმინჯის მზიდუნარიანობის გამოთვლა და არმირების ნახაზისა და სპეციფიკაციის მომზადება.
- JABEDIT-ით შექმნილი ობიექტის მონაცემების შეცვლა და იმავე ადგილზე ხელახალი დახაზვა.
საწყისი მონაცემები
- ჭაბურღილის ნიშნული, შრეების სიღრმეები და გრუნტის წყლის დონეები.
- ჭაბურღილებს შორის მანძილები და შრეების შესაბამისობა.
- გრუნტის მახასიათებლები, ხიმინჯის გეომეტრია და დატვირთვა.
მიღებული შედეგები
- ჭაბურღილის სვეტები და გეოლოგიური ჭრილები.
- ხიმინჯის ნახაზი, გაანგარიშების ცხრილი და არმირების სპეციფიკაცია.
- ნახაზში შენახული მონაცემები შემდგომი რედაქტირებისთვის.
დაწყება AutoCAD-ში
დაიწყე JAB-ით. JABSEC პირდაპირ ხსნის ჭრილების გვერდს, JABPILE — ხიმინჯების გვერდს. JABUI ცვლის ფანჯრის წარწერების რეჟიმს.
JABJABKEYJABSECJABPILEJABEDITJABFREEJABUIხელით გააქტიურება
კომპიუტერის კოდის სანახავად გაუშვი JABKEY. კოდი და შეძენის მონაცემები გაუგზავნე ავტორს. მიღებული გასაღები შეიყვანე იმავე ბრძანებით. ავტომატური ონლაინ გააქტიურება არ არის.
მხარდაჭერისა და გააქტიურებისთვის გამოიყენე [email protected]. პაკეტში არსებული README-ის მისამართი მოძველებულია.